გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერის" საწარმოო პროცესი შეუჩერა

22-05-2026

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება 36 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ.


ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტომ დაიწყო მოკვლევა - არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა შპს „ფუდ გალერი საქართველოში" (მზა კერძების წარმოება, რეალიზაცია), ს/კ 412797451, ქუთაისი, თავისუფლების 106, საიდანაც მოქალაქეებმა მიწოდების სერვისით შეიძინეს ე. წ. დიეტური კვების მენიუ, კერძოდ, შპს „ფუდ გალერის" მიერ მომზადებული სურსათი (ბრინჯი ქათმით, ომლეტი, ბოსტნეულის კოქტეილი ქათმით და ტირამისუ).


ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად; გაიცა დამატებითი მითითებები რეცხვა-დეზინფექციის, აღჭურვილობებისა და პერსონალის ლაბორატორიული კვლევის ჩატარების შესახებ.


მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე გამოსაკვლევად აღებულია შემდეგი სურსათის ნიმუშები: ბრინჯი ქათმის ხორცით (ე.წ. უზბეკური ფლოვი), კვერცხი (ომლეტი) სოკოთი, ბოსტნეულის სალათის კოქტეილი ქათმის ხორცით, ტირამისუ და ქათმის ხორცი. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს სურსათის ეროვნული სააგენტო მიღებისთანავე გაასაჯაროებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930