გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა

26-05-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებლობის დღე ფოთის მოსახლეობას მიულოცა.


მთავრობის მეთაური 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად დაესწრო.


ფოთის ცენტრალურ მოედანზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ღონისძიების სტუმრებს შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს სთავაზობენ.


ფოთში გაიმართა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.


დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებულ შემეცნებით აქტივობებში.


საზეიმო ღონისძიებები გალაკონცერტით დასრულდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930