გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს წარმოგიდგენთ

27-05-2026

თიბისი კონცეპტი კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების აქტიური მხარდამჭერია, უკვე წლებია ქმნის სივრცეს მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენებისთვის და ხელს უწყობს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პროექტების განვითარებას საქართველოში. სწორედ ამ ხედვის ნაწილია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდაჭერაც. ფესტივალი წელს შემოდგომის ნაცვლად ზაფხულში 13 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება, ქართული სპექტაკლების პროგრამა კი კვლავ სექტემბერში იქნება წარმოდგენილი.


თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა თანამედროვე თეატრის საუკეთესო სპექტაკლებს წარმოადგენს  -  თეატრის  ვარსკვლავებს, შემოქმედებს, რომელთა ხედვა, შემოქმედებითი სიღრმე და გემოვნება  გამორჩეულია  და განსაკუთრებულია.


კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ელიზაბეთ კოსტელო“, მილო რაუს „მისანი“, ჯეიმს ტიერეს „რანდევუ“ და სიდს დუეტის „სხვა ხედვა“ -  13 ივნისიდან 12 ივლისამდე გამოცდილი და ემოციური ქართველი მაყურებლის შეფასებას დაელოდება. მაგრამ არა მარტო შეფასებას - ეს არის ემოცია და შეგრძნებები, რომელიც გაჩნდება მხოლოდ აქ და ახლა და გაგყვება დიდხანს.


დაარსებიდან დღემდე ფესტივალი ორ ძირითად პროგრამას წარმოადგენს -  საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას.  წელს ასევე აღდგა პროგრამა „ნიუ“. ფესტივალი მუდმივად წარმოადგენს მსოფლიო თეატრის „ვარსკვლავებსა“  და ახალ საინტერესო სახელებსა და მოვლენებს  -  რობერტ უილსონი, ეიმუნტას ნეკროშიუსი, რობერტ ლეპაჟი, დაიტო მანაბე, ჯორჯო სტრელერი, აკრამ ჰანი, მიხეილ ბარიშნიკოვი, სილვიუ პურკარეტე, იან ფაბრი და სხვა - ფესტივალის სტუმრები იყვნენ სხვადასხვა დროს.


თიბისი კონცეპტ და WM Visa ბარათის მომხმარებლები ბილეთებს 15%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031