გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაგოდეხში სადრენაჟე არხის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

28-05-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სადრენაჟე და საირიგაციო სისტემების მოწესრიგების ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე არხის 4-კილომეტრიანი მონაკვეთი დანალექი გრუნტისა და ნატანისგან იწმინდება. კოლექტორის გამტარუნარიანობის გაზრდა უხვი ნალექის დროს მიწების დატბორვის რისკს მინიმუმამდე დაიყვანს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაჭაობებისგან დაცული იქნება 200 ჰექტრამდე მიწის ფართობი. სადრენაჟე მომსახურება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სოფელ ჭიაურსა და სოფელ ვარდისუბანში.


მსგავსი ტიპის პროექტები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის და მორწყვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930