გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 8.3% შეადგინა

29-05-2026

2025 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2026 წლის დასაწყისში კიდევ უფრო გაძლიერდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელმა 9.1% შეადგინა, ხოლო ოთხი თვის მაჩვენებლებით ზრდა 8.3%-ის დონეზეა. უშუალოდ აპრილში ქვეყნის ეკონომიკა 6.2%-ით გაიზარდა.


აღნიშნული მაჩვენებლები ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკებისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს განსაკუთრებულ სტაბილურობასა და განვითარების მყარ ტემპს.


აღსანიშნავია, რომ აპრილში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.3%-ით გაიზარდა.

ბიზნესგარემოსადმი მაღალ ნდობაზე მეტყველებს ახლად დარეგისტრირებულ სუბიექტთა რაოდენობაც, რომელმაც 6.9%-იანი მატებით 6,195 ახალ ერთეულს მიაღწია.


იანვარ-აპრილში მაღალ ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო ვაჭრობის მიმართულებით დაფიქსირებულმა პოზიტიურმა დინამიკამ - აღსანიშნავია ექსპორტის მაჩვენებელი, რომელიც 21.1%-ით გაიზარდა და 2,439.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


განსაკუთრებული მატება აღინიშნა ადგილობრივ ექსპორტში (ექსპორტი რე-ექსპორტის გამორიცხვით), სადაც ზრდამ 73.5%-ს მიაღწია და 1,551.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


2026 წლის აპრილის ეკონომიკურ პროგრესში წამყვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, განათლების, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და საფინანსო-სადაზღვევო სექტორებმა.


აღსანიშნავია, რომ მრეწველობის მიმართულებით რეალურ პროგრესს არსებითად შეუწყო ხელი ნავთობპროდუქტების ადგილობრივმა წარმოებამ, რომლის კონტრიბუციამაც მთლიან შიდა პროდუქტში 1.83 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031