გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ პაპუნაშვილი: ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდთან აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა

29-05-2026

შანხაიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026 ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების დასამყარებლად ასობით შეხვედრა გამართეს.


კომპანია „პრომეთეა ვოიაჟის“ წარმომადგენლის მარიამ პაპუნაშვილის შეფასებით, გამოფენაზე საქართველოს მიმართ მაღალი ინტერესი გამოიკვეთა. მისი თქმით, ჩინური ტურისტული კომპანიები განსაკუთრებით ქართული კულტურით, ისტორიით, ღვინითა და გასტრონომიით დაინტერესდნენ.


„ძალიან მაღალი იყო საქართველოსადმი ინტერესი. გამოფენაზე სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ ჩინეთიდან. ვეცადეთ, რომ მაქსიმალურად გაგვეცნო ჩვენი კულტურა, ისტორია, ტრადიციები. დაინტერესებულები არიან ჩვენი კულტურით, ღვინითა და გასტრონომიით.  ჩინეთის გამოფენაზე პირველად ვარ  და ნამდვილად არ ველოდი ასეთ აქტიურობას. ხშირად რიგებიც კი იყო შეხვედრის მსურველების. გავცვალეთ კონტაქტები და  ნამდვილად დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალში პარტნიორულ ურთიერთობებს დავამყარებთ,“ - განაცხადა მარიამ პაპუნაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031