გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს

5-06-2026

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გასაზრდელად საქართველოს ეკონომიკისა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.


მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ლონდონის ცენტრალური მეტროს სადგურებში საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა.


ვიზუალური მასალა ლონდონის მეტროს მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურას, ქალაქებსა და სხვა საინტერესო ტურისტულ მიმართულებებს.


მარკეტინგულიკამპანია დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930