გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს

6-06-2026

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გასაზრდელად საქართველოს ეკონომიკისა  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.


 მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში,  ლონდონის ცენტრალური მეტროს სადგურებში  საქართველოს შესახებ ბანერები განთავსდა.


ვიზუალური მასალა ლონდონის მეტროს მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს უნიკალურ ბუნებას, კულტურას, ქალაქებსა და სხვა საინტერესო ტურისტულ მიმართულებებს.


მარკეტინგული კამპანია დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031