გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვეტერანი დავით მახარეიშვილი მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია

8-06-2026

უკრაინის პროფესიონალი მკლავჭიდის ეროვნული ლიგის ეგიდით, უკრაინის სამთო-სათხილამურო კურორტ ბუკოველში ჩატარდა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი პარასპორტსმენებს შორის, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა პარასპორტსმენმა უკრაინიდან, კანადიდან, მექსიკიდან და საქართველოდან.


აღნიშნულ ჩემპიონატში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, ომის ვეტერანებმა_ დავით მახარეიშვილმა და ზაზა მეზვრიშვილმა მიიღეს მონაწილეობა. დავით მახარეიშვილმა მესამე ადგილი მოიპოვა და სამშობლოში საპატიო მედლით დაბრუნდა.


დავით მახარეიშვილი გახლავთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი; იგი,ასევე, მონაწილეობდა საერთაშორისო-სამშვიდობო მისიაში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. ერთ-ერთი საბრძოლო დავალების შესრულების დროს, მანქანა, რომელშიც დავითი, თანამებრძოლებთან ერთად იმყოფებოდა, ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც, მან სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. გერმანიასა და საქართველოში სარეაბილიტაციო კურსის გავლის შემდგომ, იგი კვლავ დაუბრუნდა სამხედრო საქმიანობას, დღეს კი, აქტიურადაა ჩართული მოხალისეთა ორგანიზაციის_ ა(ა)იპ ''ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის'' საქმიანობაში და თავის ცოდნასა და გამოცდილებას, ახალგაზრდა თაობებს უზიარებს.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს დავით მახარეიშვილს ევროპის ჩემპიონატზე საპატიო მესამე ადგილს და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს.


ინფორმაციისთვის, უკრაინის პროფესიონალი მკლავჭიდის ეროვნული ლიგის ეგიდით, ბუკოველში, ევროპის ჩემპიონატი, წელს, პირველად ჩატარდა და ორგანიზატორთა განცხადებით, გახლავთ ეროვნულ-პატრიოტული, სარეაბილიტაციო სპორტული ღონისძიება, რომლის მიზანია, მოქმედი სამხედროებისა და ომის ვეტერანების ფიზიკური სიჯანსაღის განვითარება, ფსიქოლოგიური მედეგობის მხარდაჭერა და საზოგადოებაში მათი რეინტეგრაციის ხელშეწყობა. ჩემპიონატის მესვეურთათვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უძლიერესი ათლეტების გამოვლენა, არამედ პატივისცემის გამოხატვა იმ ღვაწლის მიმართ, რომელიც ასპარეზობის მონაწილეებმა თავიანთი ქვეყნის დასაცავად წარმოებულ ბრძოლებსა და თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად გაიღეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930