გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრ სტუბი: დროა, ევროპა დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის

11-06-2026

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ დროა, ევროპამ რუსეთთან, კერძოდ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყოს.


სტუბის თქმით, უკრაინა ამჟამად სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერ პოზიციებზე იმყოფება, რაც მოლაპარაკებების დასაწყებად ხელსაყრელი მომენტია.


„ამჟამად ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც უკრაინას სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერი პოზიცია უჭირავს. ამიტომ, მჯერა, დროა, ევროპა დაუკავშირდეს რუსეთის ხელმძღვანელობას, უფრო კონკრეტულად კი, პრეზიდენტ პუტინს, დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოებისთვის“, – აღნიშნა სტუბმა კენიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


ფინეთის პრეზიდენტის განმარტებით, ის ევროპის მხრიდან მთავარ მომლაპარაკებლად არ მიიჩნევს თავს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის უმაღლესი რადას საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეს როლი სწორედ სტუბს შესთავაზა.


ალექსანდრ სტუბის შეფასებით, მოლაპარაკებებში ევროპას უნდა წარმოადგენდნენ „მსხვილი მოთამაშეები“ – საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი, ხოლო ფინეთი და ნორვეგია პროცესს შეუწყობდნენ ხელს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31