გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა

11-06-2026

IMF პუბლიკაციას აქვეყნებს - „საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“, რომლის თანახმადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა.


,,საქართველოს ეკონომიკამ გლობალური გაურკვევლობის გაძლიერების პირობებშიც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, მაღალი მდგრადობა შეინარჩუნა. 2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდა 7.5%-ს შეადგენდა და 2026 წლის დასაწყისშიც ძლიერი ტემპი შენარჩუნდა. ამასთან, ენერგომატარებლების ფასების ზრდის გამო ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს აღემატებოდა და 2026 წლის აპრილში 5.9%-ს მიაღწია”, - აღნიშნულია ანგარიშში.


მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნის ფისკალური და საგარეო პოზიციები  საერთაშორისო რეზერვებმა IMF-ის მიერ განსაზღვრულ ადეკვატურობის დონეს მიაღწია, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 35%-ზე ქვემოთ შემცირდა.


იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი უახლოეს პერიოდში დასრულდება, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა 6.5%-მდე შენელდება, ხოლო 2028 წლისთვის ეტაპობრივად დაუბრუნდება საშუალოვადიან პოტენციურ მაჩვენებელს 5%-ს.


მოსალოდნელია, რომ ინფლაცია 2027 წლის შუა პერიოდისთვის კვლავ სამიზნე დონეს დაუბრუნდება, ხოლო ფრთხილი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის პირობებში სახელმწიფო ვალი ახლანდელ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება.


მაღალი გაურკვევლობისა და განმეორებადი საგარეო შოკების ფონზე, პოლიტიკის მთავარი ამოცანებია ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელზე დაბრუნება, საერთაშორისო რეზერვების შემდგომი გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება, რათა შენარჩუნდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031