გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოკრივე ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს

13-06-2026

მოკრივე ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან „მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს“.


მისი თქმით, უკრაინა არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას, მაგრამ რადგან რუსებს და უკრაინელებს „ერთი და იგივე სისხლი აქვთ”, ქვეყნებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ.


„პირადად ჩვენ, უკრაინელებს, არ შეგვიძლია უარი ვთქვათ იმაზე, რაც რუსეთმა წაართვა და რატომღაც წვლილი შეიტანა. ეს იგივე იქნება, თითქოს რუსეთმა ალასკა წაიღოს. მაგრამ ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ. ჩვენ გვაქვს ტვინი, ერთი და იგივე სისხლი გვაქვს, წითელი. ჩვენი ეგო და ღმერთის არარსებობა ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს ანადგურებს“, - განაცხადა უსიკმა.


უსიკმა ეს განცხადება ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სახელწოდებით „ამერიკის მოწინააღმდეგეები: რუსეთის რეალობა“, რომელსაც ესწრებოდნენ უკრაინაში ტრამპის ყოფილი წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი და მრავალი სხვა ამერიკელი ოფიციალური პირი და სენატორი.


უსიკი ასევე ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031