გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შეცვლილი გენეტიკის მქონე პირველი ბავშვი - რას ირწმუნება ჩინელი მკვლევარი

14-12-2018

ჩინელი მკვლევარის თქმით, მან მსოფლიოს პირველი შეცვლილი გენეტიკის მქონე ტყუპი გოგონების დაბადებაში მიიღო მონაწილეობა. ის ირწმუნება, რომ უახლესი ტექნოლოგიით ტყუპების „დე-ენ-ემ“-ი შეცვალა, თუმცა მისი ნათქვამი ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება.


მეცნიერის თქმით, ექსპერიმენტი ჩინეთში ჩატარდა, რადგან ამერიკაში გენის შეცვლის ყოველგვარი მცდელობა აკრძალულია. ამის მიზეზია ის, რომ გენეტიკური ცვლილებები შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს და მსგავსი მოდიფიკაციები სხვა გენების დაზიანებასაც გამოიწვევს.


ექსპერიმენტის მონაწილე მეცნიერის, He Jiankui-ს თქმით მან შვიდი წყვილის კვერცხუჯრედებში შეიტანა ცვლილებები, მათ შორის კი წარმატებით განაყოფიერდა ერთი. ის ამბობს, რომ ექსპერიმენტის მიზანია არა გენეტიკური დაავადებებისგან ნაყოფის დაცვა, არამედ მისი უნარის გაძლიერება იმასთვის, რომ სამომავლოდ შეებრძოლოს ინფექციებს, მათ შორის შიდსს.


ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ ექსპერიმენტები, რომელსაც ჩინელები ადამიანებზე ატარებენ სახიფათოა.


თუმცა, ექსპერიმენტს დამცველებიც გამოუჩდნენ. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯორჯ ჩარჩის თქმით, გენების ამგვარი ცვლილება მომავალი თაობების აივ-ინფექციისგან დასაცავად გამართლებულია.


ექსპერიმენტის ავტორები თვლიან, რომ მათი საქმიანობა სრულად ჯდება ეთიკის ფარგლებში, თუმცა რამდენად განაგრძობენ ამ მიმართულებით მასშტაბურად მუშაობას, ჯერჯერობით უცნობია.




popx.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31