გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მახათას სამონსატრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგვის აქცია გაიმართა

15-06-2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე  დარგვის აქცია გაიმართა.    საქართველოს საპატრიარქო ფონდის - „გაამწვანე საქართველოს“ დამფუძნებლის, გოჩა არონიშიძის  მხარდაჭერით,  ტერიტორიაზე 20-მდე  ზეთისხილის ნერგი დაირგო, რომელთა მოვლა-პატრონობაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები იზრუნებენ.


„ეროვნული სატყეო სააგენტოს საქართველოს საპატრიარქო ფონდთან - „გაამწვანე საქართველო“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. დღევანდელი აქციაც, სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ხელი შევუწყოთ საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.   დღეს,  „საზოგადოება ივერიისას“  წარმომადგენლებთან ერთად, სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დავრგეთ ზეთისხილის ნერგები.  მსგავს აქტივობებს მომავალშიც აქტიურად განვახორციელებთ“- აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.  

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031