გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია

15-06-2026

მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (IFA) ეგიდით, რუმინეთში, ქალაქ კოლდეაში 11-15 ივნისს ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, სადაც ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძე ასპარეზობდა. მან ძალები გამოსცადა როგორც ვეტერან, ისე პარასპორტსმენებს შორის, იბრძოლა ორივე ხელით და ორი ოქროს მედლის მფლობელიც გახდა.


ზვიად ხაჩიძე, ასევე, ევროპის საუკეთესო ვეტერან სპორტსმენად დასახელდა და სპეციალური პრიზი გადაეცა.


აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძე არის მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.


აღნიშნული ჩემპიონატი, წელს, მეხუთედ ჩატარდა და მასში 21 ქვეყნის 350 სპორტსმენი_ ახალგაზრდა და სინიორი, ვეტერანი და პარასპორტსმენი ქალი და მამაკაცი ათლეტი მონაწილეობდა. საქართველოდან 9 სპორტსმენი ასპარეზობდა. ქართველმა ათლეტებმა, ევროპის ჩემპიონატი, 9 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.


ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, საქართველოს ვეტერანები, ულოცავენ ზვიად ხაჩიძეს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ, კიდევ ერთ, ღირსეულ გამარჯვებას და კვლავ წარმატებებს უსურვებენ როგოც პირად, ისე სპორტულ ცხოვრებაში!

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031