გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა

15-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა.


ამიტ კუმარ მიშრა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის პირველი რეზიდენტი ელჩია. როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საელჩოს გახსნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.


შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ორმხრივად საინტერესო სექტორული პროგრამების განხორციელების და იმპორტ-ექსპორტის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე.


როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კლიმატის ცვლილება ორივე ქვეყნისთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს, შესაბამისად, მხარეებმა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების, ადაპტაციის ღონისძიებების და გარემოს დაცვის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.


მხარეებმა შესაბამისი ჩარჩო შეთანხმებებისა და თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავების საკითხს გაუსვეს ხაზი, რაც ორ ქვეყანას შორის სექტორული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას  მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930