გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს რკინიგზაში მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ გაიზარდოს ტვირთნაკადის გამტარობა - მარიამ ქვრივიშვილი

16-06-2026

უახლოესი პერიოდის განმავლობაში გვაქვს არაერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას, როგორც ერთი მხრივ აქტიური სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი, მეორე მხრივ როგორც დამაკავშირებელი რგოლი ევროპასა და აზიას შორის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.


მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გასაზრდელად.


„მინდა გამოვყო მნიშვნელობა ჩვენი ინიციატივის უშუალოდ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის კუთხით. საქართველოს რკინიგზაში მომდევნო წლების განმავლობაში მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს რკინიგზის ტვირთნაკადის გამტარობა. ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის", - აღნიშნა მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930