გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: იზრდება საქართველოსა და სერბეთს შორის ფრენის სიხშირეები, რაც კიდევ ერთი უტყუარი შედეგია იმის, თუ რამდენად მოთხოვნადია საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება

16-06-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ინფრომაციით, სერბეთის რესპუბლიკის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იაგოდა ლაზარევიჩთან შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი განიხილეს.


„შეხვედრისას აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ იქნა სერბეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების არსებობის შესახებ, კონკრეტულად კი ბელგრადსა და თბილისს შორის, რომელიც უკვე ხორციელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მზარდია სერბეთიდან ტურისტული ნაკადების დინამიკა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, მისასალმებელია, რომ იზრდება საქართველოსა და სერბეთს შორის ფრენის სიხშირეები, რაც კიდევ ერთი უტყუარი შედეგია იმის, თუ რამდენად მოთხოვნადია საქართველო, როგორც ტურისტული მიმართულება.


„რა თქმა უნდა, ჩვენი ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის თანმდევია ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გასულ წელს მიღებული და დღეს ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, თუ რამდენად პოზიტიური ეფექტი აქვს აღნიშნულ პირდაპირ ფრენებს ორივე ქვეყნის ტურიზმისა და ტრანსპორტის სექტორზე", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930