გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ნადარეიშვილი: UN Tourism - ის ახალ გენერალურ მდივანთან განვიხილეთ როგორც საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების საინტერესო დინამიკა, ისე თანამშრომლობის პერსპექტივები

16-06-2026

„გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივანთან განვიხილეთ როგორც საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების საინტერესო დინამიკა, ასევე თანამშრომლობის პერსპექტივები და ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს ისტორიულად გააჩნია ამ ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო ორგანიზაციასთან", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან შეიხა ალ-ნუვაისთან შეხვედრის შემდეგ.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, UN Tourism - ის ახალ გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონკრეტულ პროექტებს და ერთობლივ აქტივობებს, აგრეთვე საქართველოს, როგორც გამორჩეული ტურისტული ქვეყნის აქტიურ მონაწილეობას, გლობალური ტურიზმის გამოწვევების განხილვებში სხვადასხვა დონის პლატფორმებზე.


„შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის დეტალებზე, რომელიც წლის მეორე ნახევარში გაიმართება", - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31