გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკია: ასეთ უტიფარ ტყუილებზე გაიზარდნენ და ახლაც, უკვე ასაკში, ვერ მოიშალეს

17-06-2026

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სტატისტიკის თანახმად, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი სახელმწიფოა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და უტიფარ ტყუილს უწოდებს.


მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ლიდერობა კანდიდატ ქვეყნებს შორის აჩვენებს, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.


„სწორედ ასეთ უტიფარ ტყუილებზე გაიზარდნენ და ახლაც უკვე ასაკში ვერ მოიშალეს, რომ იტყვიან, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო (თუმცა რჯულის საკითხიც გასარკვევია!). ისე საიდან მოხიკა და ერთ პარტიაში შეაქუჩა ხაზარაძემ ამდენი ნაგავი. თუკი სერიოზულად მივუდგებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ სინამდვილეში რასთან გვქონდა მაშინ საქმე და რასთან გვაქვს ახლა. არაფერი შეცვლილა კალენდარზე თარიღების გარდა“, - წერს ანჯაფარიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031