გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ სტუდენტებისთვის შემეცნებითი ღონისძიება გამართა

17-06-2026

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ახალგაზრდებისთვის გასვლითი შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარეს. ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სტუდენტები, პროფესორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სააგენტოს ლაბორატორიის მუშაობას და ტექნიკურ აღჭურვილობას ადგილზე გაეცნენ.


სტუდენტებმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთან ერთად, მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრიც დაათვალიერეს.


ვიზიტი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და დარგის სპეციალისტებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.


ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო მსგავსი ხასიათის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930