გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვაზიანის მაგისტრალური არხის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა

24-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის მაგისტრალურ არხზე გაწმენდითი სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, არხის 1-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად გაიწმინდა ბალახეული საფარისა და ნატანი მასისგან, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა წყლის გამტარუნარიანობა.


შესრულებული სამუშაოების შედეგად, 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე საირიგაციო წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. აღნიშნული ადგილობრივ ფერმერებსა და მოსახლეობას სავარგულების ეფექტიანად მორწყვისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების უკეთეს პირობებს შეუქმნის.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სარწყავი და დამშრობი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. კომპანიის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სამუშაოები წყლის დანაკარგების შემცირებას, სარწყავი სისტემების გამართულ ფუნქციონირებასა და ფერმერებისთვის საირიგაციო წყლის სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31