გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის გიდების პროფკავშირის ხელმძღვანელი: ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო მიღებული

24-06-2026

ტურიზმის გიდების პროფკავშირის ხელმძღვანელი მაია მემეშიში გიდების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ პროფესიონალი გიდების რესურსი ქვეყნის ტურისტული სექტორის მოთხოვნებს სრულად პასუხობს.


მისი თქმით, გიდების მიმართულებით კადრების დეფიციტი არ არსებობს. ახალი რეგულაციები კიდევ უფრო მეტ ადამიანს აძლევს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, ხოლო მომზადების პროცესში მყოფი ახალი კადრები  სექტორის სამომავლო საჭიროებებს კიდევ უფრო ეფექტიანად დააკმაყოფილებს.


ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არსებობს უცხოელი გიდების საჭიროება.  კონკრეტულად მე ჩემს სეგმენტზე შემიძლია ვისაუბრო, თურქულენოვან სეგმენტს  ნამდვილად არ აქვს გიდების  ნაკლებობა და მეტიც,  უკვე ბევრი ახალი კადრი ემზადება, რადგან კანონიც ხელს გვიწყობს და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო მიღებული” - აღნიშნავს გიდების პროფკავშირის ხელმძღვანელი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930