გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, ხელჩაკიდებული დავდიოდით ქუჩებში, კინოებში, პარკებში - მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას აქამდე უცნობ მის სატრფოს აცნობს

26-06-2026

ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, მე თავიდანვე ვგულშემატკივრობ კაბო-ვერდეს ნაკრებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყოველთვის სუსტის მხარეს ვარ და მეორე მიზეზი ისაა, რომ კიევის უნივერსიტეტის პირველ კურსზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ულამაზეს კაბო-ვერდელ სტუდენტზე, რომელსაც ერქვა ანტუანეტა ლოპესი - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მთელი წელი, სანამ საბჭოთა ჯარში გამიწვევდნენ ორი წლით, ერთ მერხზე ვისხედით კიევის უნივერსიტეტის ლეგენდარულ კორპუსში და ხელჩაკიდებული დავდიოდით კიევის ქუჩებში, ძალიან ლამაზ პარკებში, კინოებში.

 

საერთოდ ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ბევრი კაბო-ვერდელი იყო და ისინი სხვა აფრიკელებისგან განსხვავებით გამოირჩეოდნენ კარგი სწავლით. საერთოდ ძალიან თბილი და მეგობრული ხალხია (ნამყოფი ვარ კუნძულებზე). კაბო- ვერდე ტერიტორიულად კულტურულად და რასობრივად უფრო ახლოა ევროპასთან, ვიდრე აფრიკასთან.

 

ნუ თუ კაბო-ვერდე გავარდა მაშინ გადავერთვები ჩემი უსაყვარლესი ნიდერლანდების გულშემატკივრობაზე და იქნებ ჩემპიონატიც მოვიგოთ“ - წერს სააკაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31