გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს ჩვენს კონფერენციებს ვაჯამებთ, თუმცა ამით არ სრულდება ის პროცესი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად დავიწყეთ, წინ ახალი იდეები და ახალ-ახალი პროექტებია - თეკლა თიკანაშვილი

29-06-2026

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია დღეს თბილისში გაიმართება.


"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი თეკლა თიკანაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, პროცესი არ სრულდება და წინ ახალი იდეები, ინიციატივები და პროექტებია:


"ჩვენმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ქართულ პოლიტიკაში ქართველი ახალგაზრდების ხმა ნამდვილად ისმის. ჩვენ მოვისმინეთ მათი იდეები, ინიციატივები და დავუკვირდით, რომ აუცილებლად გადავა მათი ხედვები სამუშაო რეჟიმში. დღეს ჩვენს კონფერენციებს ვაჯამებთ, თუმცა ამით არ სრულდება ის პროცესი, რომელიც ახალგაზრდებთან ერთად დავიწყეთ. წინ ახალი იდეები, ინიციატივები და ახალ-ახალი პროექტებია," - აცხადებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი თეკლა თიკანაშვილი.


დასკვნით შეხვედრაზეც ფორმატი უცვლელია. რეგიონული კონფერენციების მიზანი, ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდაა. შეკრებები აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930