გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დღეს გაიმართება თბილისში დასკვნითი ღონისძიება და ვიმედოვნებ, რომ ესეც ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც წინა 10 შეხვედრა - ანრი მეტრეველი "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელ კონფერენციაზე

29-06-2026

საქართველოს 10 რეგიონის შემდეგ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია ახლა უკვე დედაქალაქში იმართება. ორგანიზაციის წევრები ახალგაზრდებს თბილისში ერთ საათში შეხვდებიან. შეკრებები აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა.


"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი ანრი მეტრეველი იმედოვნებს, რომ დასკვნითი შეხვედრაც ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც წინა 10 შეხვედრა:


"ახალგაზრდული ორგანიზაციის სახელით ჩატარდა 10 რეგიონული კონფერენცია, რაც უალტერნატივოა იმ შემთხვევაში, თუ გვინდა და, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ერთმანეთს ხმა გააგონონ და ის პრობლემები, რომელიც აწუხებთ, ხმამაღლა გაჟღერდეს და მოგვარდეს. უკვე დროა, დავსხდეთ და ვისაუბროთ ყველა იმ პრობლემაზე, რაც გვაწუხებს. დღეს გაიმართება თბილისში დასკვნითი ღონისძიება და ვიმედოვნებ, რომ ესეც ისეთივე შედეგიანი იქნება, როგორც წინა 10," - აცხადებს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის წევრი ანრი მეტრეველი.


დასკვნით შეხვედრაზეც ფორმატი უცვლელია. რეგიონული კონფერენციების მიზანი ახალგაზრდებთან უშუალო კომუნიკაცია და პოლიტიკურ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდაა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930