გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე IGF-ის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა

29-06-2026

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი, აბელ აბესაძე, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი სამთო მრეწველობის, მინერალების, ლითონებისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე სამთავრობათაშორისო ფორუმის (IGF) ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შეხვდა.


შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს წიაღის სექტორში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე გამოწვევები და დარგის განვითარების პერსპექტივები. IGF-ის ექსპერტების ვიზიტის მიზანია საქართველოს სამთო სექტორის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, რაც საფუძვლად დაედება ქვეყნის წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას.


ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად მომზადდება IGF-ის სამთო პოლიტიკის ჩარჩოს შეფასების დოკუმენტი.


შეფასება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით მოიცავს წიაღის სექტორის პოლიტიკის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარემოს ანალიზს და ხელს შეუწყობს საქართველოს წიაღის სექტორის მდგრად განვითარებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31