გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი: ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობაა

29-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.


ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, აიდარბეკ საფაროვს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.


ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე.


„ყაზახეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება, სადაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობაა. ყოველივე ეს ხსნის ახალ შესაძლებლობებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით, რაც თავისთავად ცხადია, ხელს შეუწყობს ადგილობრივ წარმოებას, აგრარული სექტორის გაძლიერებას და ეკონომიკის განვითარებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930