გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: გაკვირვებული ვარ, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს რეზოლუციაში არ აქვს ნახსენები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეების უფლებების, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება

5-07-2026

ყველა ქვეყნის წინაშე დგას უსაფრთხოების ისეთი პრობლემა, როგორიცაა საფრთხეები დემოკრატიის განვითარებისთვის და ადამიანის უფლებები, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.


სეფაშვილი გაკვირვებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს არ აქვს ნახსენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მონიტორინგის, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება.


„გაკვირვებული ვარ იმით, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს რეზოლუციაში არ აქვს ნახსენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მონიტორინგის, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება მაშინ, როდესაც ამაზე საუბარი უნდა იყოს ნებისმიერ რეზოლუციასა და მოხსენებაში.


მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ანგარიშის მე-20 პარაგრაფზე, სადაც საუბარია ე.წ. მოსკოვის მექანიზმზე და ის შეიცავს ბევრ არასწორ ინფორმაციას, როდესაც საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზე, ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, ყველა ამ მაჩვენებლით სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებსა და რეიტინგებში ხაზგასმულია, რომ საქართველო კარგ პოზიციაზეა.


მოვუწოდებ ანგარიშის ავტორს და ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ასეთი სახის მოხსენებებზე, გამოიჩინონ უფრო მეტი სიფრთხილე ასეთი დოკუმენტების მომზადებისას“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031