გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე ფაშინიანის რუსეთში ვიზიტზე: გუშინ ირანში თუ ხვალ რუსეთში - ჩვენს ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი

6-07-2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის რუსეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება.


ანანიძე წერს, რომ მიუხედავად იმისა, გუშინ ირანში იყო, თუ ხვალ რუსეთში იქნება, ქართულ ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი.


„გუშინ ირანში თუ ხვალ რუსეთში, ჩვენს ოპოზიციასა და ევრობიუროკრატიას მოსწონს სომხეთის პრემიერი. ქართველი ხალხი კი ყველაფერს ხედავს და ხვდება“, - წერს ანანიძე.


ინფორმაციისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მე-16 საერთაშორისო სამრეწველო გამოფენის, „ინოპრომის“ პლენარულ სესიაში, რომელიც ეკატერინბურგში 6-9 ივლისს არის დაგეგმილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031