გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი:  „ლენდლორდის" მოდელით  ძალიან წარმატებული პორტები ოპერირებენ  ბელგიაში, სინგაპურში, აშშ-ი, გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში და ა.შ. საქართველო ხდება ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი, 2029 წლიდან

6-07-2026

„ლენდლორდის" მოდელი არის საერთაშორისოდ აპრობირებული" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მინისტრის თქმით, საზღვაო სექტორში ის ითვლება ყველაზე წარმატებულ და ყველაზე აპრობირებულ მოდელად.


„შემიძლია მაგალითები ჩამოგითვალოთ, სად ოპერირებენ ძალიან წარმატებული პორტები "ლენდლორდის" მოდელით: ეს გახლავთ ბელგია, სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და ასე შემდეგ. საქართველო ხდება ამ ჩამონათვალიდან ერთ-ერთი, 2029 წლიდან, როდესაც ჩვენ მივიღებთ პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში.


„ლენდლორდის" მოდელი თავისი შინაარსით გულისხმობს იმას და ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება სწორედ ამ მოდელს, რომ 100% პორტის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო ტერმინალები, რომლებიც შეიქმნება პორტში, რომელიც იქნება მშრალი ტვირთებისთვის, ისევე როგორც საკონტეინერო ტვირთისთვის, გადაეცემა იჯარით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31