გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ ბერიძე: მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს წამყვანი როლით აშენდეს, კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და შუა დერეფანში მის საკვანძო როლს

6-07-2026

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ცენტრალური აზიის ქვეყნებში სწორედ შუა დერეფნის განვითარებას ემსახურება“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ ბერიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც დეპუტატი საქართველოს მთავრობის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ანაკლიის ნავსადგური აშენდება „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს ევროპასთან რეალურად აკავშირებს ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირებით.

„ამავე სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს წამყვანი როლით აშენდეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და შუა დერეფანში მის საკვანძო როლს.

ეს ყველაფერი საქართველოს ევროპასთან რეალურად აკავშირებს - ეკონომიკური და სტრატეგიული კავშირებით და არა ევრობიუროკრატიის მიერ დაწესებული ფორმალური მოთხოვნებით.


ვისაც საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორება სურს, უნდა იცოდეს - მათ წინააღმდეგობას ეროვნული ინტერესებით, საკუთარი გზით და კიდევ უფრო ძლიერი სვლით ვუპასუხებთ!“- წერს არჩილ ბერიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031