გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ავსტრალიური Travel + Luxury საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

8-07-2026

ავსტრალიურმა გავლენიანმა მედიაპლატფორმამ Travel + Leisure Australia საქართველოსა და თბილისს ვრცელი სტატია მიუძღვნა. ჟურნალისტი საქართველოში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმყოფებოდა.

 

სტატიის ავტორი თბილისს აღწერს, როგორც ქალაქს, სადაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია და თანამედროვე კულტურული ცხოვრება ერთმანეთს ერწყმის. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დედაქალაქის არქიტექტურაზე, გასტრონომიაზე, ღვინის კულტურაზე, სასტუმროებსა და ტრადიციულ სტუმართმოყვარეობაზე.

 

„ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქი მის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და მიმზიდველ ქალაქად იქცა. კავკასიონის მთების გულში მდებარე საქართველოს დედაქალაქი ყოველგვარ ინდექსებზე მაღლა დგას, როდესაც საქმე ტრენდულ სასტუმროებს, გამორჩეულ რესტორნებსა და დინამიკურ არტ-სცენას ეხება.“ - წერს ავტორი.

 

Travel + Luxury ავსტრალიის პრესტიჟული სამოგზაურო გამოცემაა, რომელიც მაღალი კლასის მოგზაურებისთვისაა განკუთვნილი და მსოფლიოს პრემიუმ მიმართულებებს აშუქებს. საქართველოს შესახებ სტატია სამოგზაურო გამოცემის 800 000-იანი აუდიტორიისთვისაა ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის პოპულარიზაციასა და  მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების დაინტერესებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031