9-07-2026
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ძიუდოს ახალგაზრდულ ნაკრებთან შეხვედრა გამართა.
გერმანიის ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრები მუნიციპალიტეტის სპორტკომპლექსის საჭიდაო დარბაზში კასპელ მოჭიდავეებთან ერთად ვარჯიშობს და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
შეხვედრაზე ისაუბრეს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ, მუნიციპალიტეტის გაცნობის მიზნით დაიგეგმა ღირსშესანიშნაობების და ისტორიული ძეგლების დათვალიერება.
შეხვედრას ესწრებოდნენ კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და სპორტის წარმომადგენლები, გერმანიის ძიუდოს 22 წლამდელთა ფედერაციის ვიცე პრეზიდნტი ნორბერტ შპეკერი და ნაკრების მთავარი მწვრთნელი მელეკ მელკი.
ერთობლივი წვრთნები, რომელიც 11 დღეს გაგრძელდება გერმანელი და კასპელი მოჭიდავეებისთვის ერთგვარი გამოცდილების გაზიარებაა.
13-05-2026