გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დატბორვისგან დაცული იქნება

10-07-2026

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მიზნით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაღლაკის ტერიტორიაზე მდებარე მაშველის გრუნტოვან არხს დაგროვილი ნატანი მასისგან წმენდს.


აღნიშნული ღონისძიებების დასრულების შემდეგ, რეგიონში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური და სამეურნეო პირობები; დატბორვის საფრთხისგან დაცული იქნება 400 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, გაუმჯობესდება წყალუზრუნველყოფაც _ სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს 200-ზე მეტი ადგილობრივი აბონენტი.


კომპანიის მიერ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიწების ნაყოფიერების ზრდასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას დაეხმარება თავიდან აირიდოს სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული ზარალი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930