გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, რაც ტრაგიკული მოვლენაა

10-07-2026

სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ, ზოგადად, ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს ასეთი დოკუმენტები, - განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაზე.

 

პრემიერის თქმით, ჯო უილსონის მიერ მომზადებული რეზოლუციის ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. მან ტრაგიკულ მოვლენად შეაფასა ის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ამერიკელი კონგრესმენის დონემდე დავიდა.

 

"ტექსტი შეფასებასაც არ იმსახურებს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, არამედ ზოგადად, ეუთოს მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას ასუსტებს ასეთი დოკუმენტები, რაც ძალიან სამწუხაროა. ვხედავთ, რომ ჯო უილსონის დონემდე დავიდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენა. ჩვენ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ ამ აქტიდან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930