გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაია ბითაძე: თბილისში არსებული ფიჭვის ყველა კორომი დაავადებულია და განკურნებას არ ექვემდებარება

19-12-2018

დედაქალაქის მერია დაავადებული ფიჭვების გეგმიურ სანიტარულ ჭრას ახორციელებს. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, ხეების განკურნება უკვე დაგვიანებულია.


„პრაქტიკულად, ფიჭვების ყველა კორომი, რომელიც დღეს თბილისში გვაქვს, არის დაავადებული და სამწუხაროდ, განკურნებას არ ექვემდებარება. ამაზე არსებობს რეკომენდაციები ჩვენი ესპანელი პარტნიორებისგან, რომლებიც ცოტა ხნის წინ სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვიდნენ თბილისში. ჩვენი გეგმაა მთლიანად მწვანე საფარის განახლება როგორც ფერდობებზე, ასევე, ურბანულ გარემოში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.


მისი თქმით, დაავადების მასშტაბები ძალიან დიდია და სანიტარული ჭრები მომავალ წელსაც გაგრძელდება.


„მასშტაბი ძალიან დიდია, რაც უკვე ვიზუალურადაც ჩანს. შესაბამისად, სანიტარული ღონისძიებები როგორც წელს, ასევე, მომდევნო წელსაც არის დაგეგმილი. საუბარია ათი ათასობით ხეზე, რომელიც როგორც ურბანულ გარემოში, ისე თბილისის სატყეო უბნებში იქნება მოჭრილი, თუმცა იმ პროგრამით, რომელსაც მუნიციპალიტეტი გეგმავს, თითოეული ხის ნაცვლად დაირგვება ახალი ხე, იმ სტანდარტით, რომელიც ჩვენ უკვე დავნერგეთ“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31