გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როკფელერების ცენტრში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

15-07-2026

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის„VinoveliInc“-ის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, როკფელერების ცენტრში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.


ღონისძიებას ღვინის ბლოგერები, იმპორტიორები, მედიის, HoReCa(სასტუმრო-კაფე-რესტორანი) და კომერციული სექტორების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების სხვადასხვა სახეობის 40-მდე ბოთლი ღვინ.


მსგავსი ფორმატის აქტივობები ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მომხმარებელთა ინტერესის ზრდასა და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.


ღონისძიებების მიმდინარეობისას, ვიზიტორებმა დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის პრემიუმ ხარისხის ქართული ღვინო, მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის 8000-წლიანი მემკვიდრეობის, ადგილობრი ვივაზის ჯიშების მრავალფეროვნებისა და ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიის შესახებ.


ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც მაღალია როგორც ხარისხის მოთხოვნები, ისე კონკურენციის დონე. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულმა არაერთმა მარკეტინგულმა ღონისძიებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას ამერიკის ბაზარზე.


აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ ყველაზე მაღალფასიან სეგმენტს წარმოადგენს, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს შეადგენს. (ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 3.11 აშშ დოლარის ფარგლებშია).

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31