გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა სახიფათო და დასჯადია

16-07-2026

მოსავლის აღების შემდეგ  სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა გავრცელებული მავნე პრაქტიკაა. მიუხედევად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას რეგულარულად აფრთხილებსარ განახორცილონ მსგავსი ქმედება, სამართალდარღვევები მაინც ფიქსირდება.


დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულზე მცენარეული ნარჩენის დაწვა საფრთხეს უქმნის ქარსაცავ ზოლებს და ტერიტორიის ახლომდებარე ინფრასტრუქტურას; იწვევს ნიადაგის თვისებების გაუარესებას, ნაყოფიერების დონის შემცირებას და, საბოლოოდ, ნიადაგის დეგრადაციას. გარდა ამისა, მცენარეული ნარჩენების დაწვა ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას და იწვევს გაუდაბნოებას.


შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე მცენარეული ნარჩენის გადაწვა კანონით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს 500-ლარიან ჯარიმას; თუმცა, სამართალდარღვევის გარემოებებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სამართალდამრღვევს გაცილებით დიდი ოდენობის ჯარიმისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდაც შეიძლება მოუწიოს.


საზაფხულო სამუშაოების პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ მიმართულებით მკაცრ, უწყვეტ კონტროლს განახორციელებს განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ტერიტორიებზე, სადაც მსგავსი ქმედების ჩადენის რისკი არსებობს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031