გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„პოლიტიკო“: კაშ პატელი ოქტომბერში რუსეთში გამგზავრებას გეგმავს

21-07-2026

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კაშ პატელი ოქტომბერში რუსეთში გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ აშშ-ის ოფიციალურ პირზე და გეგმებთან დაკავშირებულ სხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, პატელი, შესაძლოა, რუსეთს 14-15 ოქტომბერს ეწვიოს. ის ჯერ – მოსკოვში, შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში ჩავა, თუმცა, როგორც წყაროები აღნიშნავენ, შეიძლება, ვიზიტის გრაფიკი შეიცვალოს.


„პოლიტიკო“ წერს, რომ, სავარაუდოდ, პატელს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში მიიღებენ. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ის ვლადიმერ პუტინს. როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ვიზიტთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიურომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, FBI-ს ხელმძღვანელის ვიზიტი ბოლოს რუსეთში 2013 წელს შედგა, როდესაც მოსკოვს ბიუროს მაშინდელი დირექტორი რობერტ მიულერი ეწვია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031