გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურის პარლამენტის სპიკერს შეხვდა

23-07-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სინგაპურის პარლამენტის სპიკერს სია კიან პენგს შეხვდა.


მთავრობის მეთაურმა სინგაპურის პარლამენტის სპიკერს ქართული დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას.


აღინიშნა საქართველოსა და სინგაპურის საკანონმდებლო ორგანოების აქტიური თანამშრომლობა და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების განვითარების დადებითი დინამიკა.


ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებისა და სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე.


შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში კონსტრუქციულ თანამშრომლობას.


პრემიერ-მინისტრმა სინგაპურის პარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031