გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ლოპოტა სპა რეზორტში“ საზაფხულო სეზონი სტაბილურად მაღალი დატვირთულობით მიმდინარეობს

31-07-2026

კახეთის რეგიონში საზაფხულო ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. „ლოპოტა სპა რეზორტის“ კომერციული დირექტორის, მაკა ღლიღვაშვილის ინფორმაციით, სასტურმო კომპლექსში, ტრადიციულად, მაღალი დატვირთულობა ფიქსირდება. ივლისის თვეში საშუალო მაჩვენებელმა 90%-ს მიაღწია.

 

როგორც მაკა ღლიღვაშვილი აღნიშნავს, წინასწარი ჯავშნების მიხედვით, აგვისტოს თვის დატვირთულობა უკვე 80%-მდეა.  ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური ვითარების ფონზე, სულ უფრო მკვიდრდება ბოლო წუთებში დაჯავშნის ტენდენცია,  დატვირთულობის საბოლოო მაჩვენებელი, მოსალოდნელია,  კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

მაკა ღლიღვაშვილი მიმდინარე სეზონზე საერთაშორისო ბაზრების დივერსიფიკაციაზე ამახვილებს ყურადღებას. „ამ სეზონზე ვხედავთ უფრო დივერსიფიცირებულ ბაზრებს, ვიდრე იყო წინა წლებში. შიდა ტურისტების გარდა, ჩვენ გვყავს სტუმრები ისრაელიდან, გალფის ქვეყნებიდან.  ევროპიდანაც არის ზრდა, მათ შორის ბრიტანეთიდან, და მთლიანობაში, ჩვენი სასტუმროს საერთაშორისო სტუმრების ეროვნული შემადგენლობა წელს გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე წინა წლებში.“  - აღნიშნავს „ლოპოტა სპა რეზორტის“  წარმომადგენელი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031