გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი დავით აღმაშენებლის შემდეგ ილია ჭავჭავაძეს ედრება: როგორც მას უთხრეს უნდა გესროლო რადგან ილია ხარო, სწორედ ასევე მომიჭირეს მე ხელზე ბორკილები

1-08-2026

მჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარი თავი ამჯერად ილია ჭავჭავაძეს შეადარა.


როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, მას ბორკილები მაქსიმალურად მოუჭირეს, რამაც ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ეპიზოდი გაახსენა.


"ამათი [ციხის] თანამშრომელი მეუბნება, რომ უნდა მოგიჭიროთ ბორკილი მაქსიმალურად. მე ვეუბნები, რომ კი მაგრამ, რატომ, რა საფრთხეს წარმოვადგენ, მე ხომ მიშა ვარ?! ჰოდა, მიშა რომ ხარ, იმიტომ უნდა მოგიჭირო. იცით ვინ გამახსენდა? აბა გაიხსენეთ - ბერბიჭაშვილი. ილია ვარ, არ მესროლოო და ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოო,'' - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930