გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სსიპ გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ლევან ქარუმიძე უხელმძღვანელებს

3-08-2026

​გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა.


​მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც მართვის, ისე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. მათ შორის, 2020-2024 წლებში, ლევან ქარუმიძე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის თანამდებობებს იკავებდა. იგი ასევე იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.


ლევან ქარუმიძეს გააჩნია საჯარო სექტორში მმართველობით პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი იკავებდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობას, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით. გარდა ამისა, ხელმძღვანელი პოზიციები  ეკავა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებში.


​ლევან ქარუმიძის პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან საქმიანობას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას, გასტრონომიული მემკვიდრეობის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც გამორჩეული გასტრონომიული კულტურის მქონე ქვეყნის, პოზიციონირებაზე.


​აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 ივლისის დადგენილების საფუძველზე შეიქმნა. სააგენტოს მიზანია ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის გაზრდა, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) ფორმირება და განხორციელება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31