გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 833 სუბიექტია რეგისტრირებული

3-08-2026

ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრში 1 ივლისიდან 31 ივლისის მდგომარეობით, 833 სუბიექტია რეგისტრირებული. მათ შორის, 460 ფიზიკური, ხოლო 374 იურიდიული პირი. რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთო ფართობი 6,777 ჰექტარს შეადგენს.


ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრს სოფლის განვითარების სააგენტო აწარმოებს. მისი მიზანია ფერმერული მეურნეობებისა და აგრობიზნესის შესახებ ერთიანი მონაცემთა ბაზის ფორმირება.


რეესტრში რეგისტრაცია სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში მონაწილეობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.


ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრშირეგისტრაცია შესაძლებელია სოფლის განვითარების სააგენტოში, როგორც  თბილისში (თბილისი, დევი აბაშიძის 10ა), ასევე რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში მოქმედ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31