გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

8-08-2026

დღეს კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.


ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა კასპში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.  


მამა რომანოზმა ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


გმირების  ხსოვნის პატივსაცემად  თვითმმართველობის წარმომადგენლები მათ მშობლიურ სოფლებს ეწვივნენ და  მათი საფლავები გვირგვინით შეამკეს.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაშვებულია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031