გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ​დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული

11-08-2026

დღეს პატივს მივაგებთ შინდისის გმირებს, მათ ხსოვნას, მათი გმირობა არის ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ გმირობის მაგალითზე თაობები უნდა გაიზარდონ.


„ეს არის ის გმირობა, რომლის მაგალითზეც უნდა იზრდებოდეს თაობები ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მათი გმირობა არის უკვდავი, მათი სულები არის უკვდავი. მინდა მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს გადავუხადო მადლობა. მათ მშობლებს განსაკუთრებული მადლობა, ასეთი გმირები რომ აჩუქეს ჩვენს ქვეყანას. მათი გმირობა არის და იქნება სამაგალითო ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930