11-08-2026
მსოფლიო ბანკი ფრიდომ ჰაუსის გლობალური გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც 2013-2026 წლებში სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასებას ეხება და მსოფლიოს 196 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს.
კვლევის მიზანი იყო, შეფასების 4 ბალიანი სისტემით გაეცა პასუხი შეკითხვაზე: „არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი?“
ანგარიშის მიხედვით ევროპაში 2013 წლიდან მხოლოდ 5 ქვეყანამ მოახერხა სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესება: საქართველომ, იტალიამ, ჩეხეთმა, სლოვენიამ და ალბანეთმა.
2026 წლის შეფასებით საქართველო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობით ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია ბალტიის ქვეყნებთან ერთად და უთანაბრდება ევროკავშირის და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს: პოლონეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიას. რაც შეეხება ევროკავშირის სხვა ახალ კანდიდატ სახელმწიფოებს - მოლდოვა და უკრაინა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით ევროპაში ბოლო ადგილებზე იმყოფება რუსეთთან და ბელორუსთან ერთად.
კვლევის მიხედვით თვალსაჩინო ხდება, რომ 2016 წლის შემდეგ მოლდოვაში სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის დონე გაუარესდა, ხოლო უკრაინის მაჩვენებელი იანუკოვიჩის მმართველობის პერიოდიდან მოყოლებული არ შეცვლილა. ირკვევა ისიც, რომ 2013 წლამდე საქართველო უკრაინასთან, ბელორუსთან და რუსეთთან ერთად ევროპაში ბოლო ოთხეულში იმყოფებოდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე.
2013 წლიდან საქართველოსთან ერთად მსოფლიოს სულ 31 ქვეყანაში მოხერხდა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ინდიკატორის გაუმჯობესება, მსოფლიოს 41 ქვეყანასა და ტერიტორიაზე კი ვითარება გაუარესდა.
13-05-2026