გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მიზანმიმართული შტურმის ნაწილია „დიპ სტეიტის" ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება

12-08-2026

მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიპ სტეიტის" ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ საბოტაჟის კოორდინაცია „დიპ სტეიტის" მიერ ხორციელდება, რასაც მათი ადგილობრივი აგენტურა აქტიურად უჭერს მხარს.


„მიზანმიმართული შტურმის ნაწილია ბოლო პერიოდში მომხდარი არაერთი ფაქტი, მათ შორის „დიპ სტეიტის" ადგილობრივი აგენტების მიერ ქართველი გმირი სამხედროების ომის დამნაშავეებად შერაცხვა და აბსურდული ტყუილის გავრცელება, თითქოს აფხაზეთში მიმდინარე კონფლიქტის დროს ქართველებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ხვრეტდნენ; საქართველოს საზღვაო კურორტებზე ხელოვნურად მოწყობილი ანტირუსული კამპანიები, ასევე, როგორც რამდენიმე დღის წინაც აღვნიშნე, სოციალურ მედიაში გავრცელებული ყალბი ცნობები, სადაც ადამიანები არარსებული სახელებით, გვარებით, პროფესიებით საუბრობენ იმაზე, რომ, თითქოს, საქართველოში რუსი ტურისტებისთვის უარყოფითი გარემოა შექმნილი.


რა თქმა უნდა, ამ ფაქტების ერთობლიობა შემთხვევითი არ არის - საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ამ საბოტაჟის კოორდინაცია „დიპ სტეიტის" მიერ ხორციელდება, რასაც მათი ადგილობრივი აგენტურა აქტიურად უჭერს მხარს", - აღნიშნა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930