გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით - ინგა ფხალაძე

13-08-2026

„მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.


„საქართველო ამით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავის ძალიან მნიშვნელოვან ლოკაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეს უზრუნველყოფს საქართველოს გავლით ნებისმიერი დაინტერესებული ქვეყნის, პირველ რიგში, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგიის ევროპაში მოხვედრას" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.


ინგა ფხალაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი, უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფს საქართველოს პირდაპირ ენერგეტიკულ კავშირს ევროპასთან, რაც ქვეყანას გეოგრაფიული ფაქტორის გამო აქამდე არ ჰქონია.


„ეკონომიკურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივაა, ვინაიდან ტრანზიტის გარდა, ჩვენივე წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტსაც განვახორციელებთ. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესს და ქვეყანაში ენერგეტიკული განვითარების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930